Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი: ბელარუსისთვის რუსეთის საჰაერო შეიარაღების მიწოდება "სავარაუდოდ, რეალური წვრთნისთვისაა" და არა შეტევისთვის


ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა ბრესტის ოლქში, 230-ე კომბინირებულ სამხედრო პოლიგონზე. 2023 წლის 6 იანვარი
ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა ბრესტის ოლქში, 230-ე კომბინირებულ სამხედრო პოლიგონზე. 2023 წლის 6 იანვარი

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ სადაზვერვო ანგარიშში 11 იანვარს ნახსენებია რუსეთ-ბელარუსის ტაქტიკური საჰაერო წვრთნები, რომლებიც იანვრის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

გავრცელებული შეშფოთების პასუხად, რომ შესაძლოა, გაფართოვდეს უკრაინაში უკვე ათი თვის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი, ბრიტანეთი აცხადებს, რომ ბელარუსში რუსეთის საჰაერო ხომალდების განთავსება "სავარაუდოდ, რეალური წვრთნაა და არა მზადება რაიმე დამატებითი შეტევითი ოპერაციისთვის უკრაინის წინააღმდეგ".

უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნაწილობრივ განხორციელდა მოსკოვის მოკავშირე ბელარუსიდან, თუმცა ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა ცდილობს, დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოს თავისი რეჟიმის როლს ამ ომში.

კიევის თავდაცვითი ძალების ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ოლექსი პავლიუკმა 10 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ გააძლიერა თავისი თავდაცვითი პოზიციები და ემზადება პოტენციური შეტევისთვის ბელარუსის საზღვრიდან.

XS
SM
MD
LG