Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტის საპასუხო ზომებს მიმართავს


კრემლმა 16 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ევროპის კავშირის სანქციების ბოლო პაკეტის საპასუხო ზომებს მიმართავს.

განცხადების მიხედვით, ის ამ ეტაპზე სწავლობს 15 დეკემბერს შეთანხმებულ სანქციებს და შემდეგ ჩამოაყალიბებს, როგორი პასუხი გასცეს მათ.

15 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას მომავალ წელს 18 მილიარდ ევროს გამოუყოფენ. მათ მოსკოვის მიმართ შეიმუშავეს დამატებითი სანქციების მეცხრე პაკეტი. სხვა ზომებს შორისაა ახალი სია პირებისა, რომლებსაც შეზღუდვები უწესდებათ და ინვესტირების აკრძალვა რუსეთის სამთომომპოვებელ მრეწველობაში.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სანამ სათანადო პასუხს გასცემს, მოსკოვი სიას შეისწავლის.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების რვა პაკეტი შემოიღო.

შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები რეგულარულად აწესებენ სანქციებს, რომლებიც კრძალავს ან ზღუდავს რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობას.

XS
SM
MD
LG