Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალიევი: ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში კიდევ 100 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება


ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი
ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი დამატებით 100 მლნ დოლარით დაფინანსდება, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის, თურქეთისა და თურქმენეთის პირველ სამმხრივ სამიტზე განაცხადა.

მისი სიტყვებით. რკინიგზის გამტარუნარიანობა ხუთჯერ გაიზრდება 5 მილიონ ტონამდე.

იმის შესახებ,რომ აზერბაიჯანი 2022-2023 წლებში სარკინიგზო-სატრანსპორტო კორიდორის გასაფართოებლად დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თბილისში ვიზიტისას განაცხადა.

დღეს ალიევმა ასევე თქვა, რომ აზერბაიჯანი აქტიურად ცდილობს „ზანგეზურის დერეფნის გახსნას“.

„აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამავალი ზანგეზურის დერეფნის მონაკვეთზე, რკინიგზის სამშენებლო სამუშაოების 40 %, ხოლო საავტომობილო გზის 70% დასრულებულია. ყველა სამუშაო 2024 წელს დასრულდება, რის შედეგადაც ახალი სატრანსპორტო კორიდორი გაჩნდება“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებით აშენდა. პროექტი მოიცავს ყარსი- ახალქალაქის 98-კილომეტრიან ახალ მაგისტრალს, რომლის 68 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კი - საქართველოს. გარემონტდა ახალქალაქი-თბილისის გზის მონაკვეთიც.

2019 წელს რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელებმა ანკარაში ხელი მოაწერეს მემორანდუმს „რუსეთის რკინიგზის“ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან შესაძლო მიერთების შესახებ. მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რკინიგზა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სტრატეგიული პროექტია და ნებისმიერი სხვა მონაწილის ჩართვა სამივე ქვეყანასთან უნდა შეთანხმდეს.

XS
SM
MD
LG