Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი: შეხვდით ქრისტესშობას „მოკრძალებულად“ და დაზოგილი სახსრები უკრაინას გაუგზავნეთ


14 დეკემბერს რომის პაპი ფრანცისკე გამოვიდა მოწოდებით, წლევანდელი ქრისტესშობა „მოკრძალებულად“ აღინიშნოს და საჩუქრების ხარჯების შეზღუდვის შედეგად დაზოგილი თანხები „უკრაინის ტანჯულ ხალხს“ გაეგზავნოს.

ფრანცისკემ თავისი ყოველკვირეული მიღების დროს ხალხს მოუწოდა სადღესასწაულო პერიოდში ქველმოქმედების „კონკრეტული ქმედებებისკენ“ უკრაინელთათვის. „შესანიშნავია შობის აღნიშვნა და საღამოების გამართვა, მაგრამ მოდით, შევამციროთ საშობაო ხარჯები. მოდით, მოკრძალებული შობა აღვნიშნოთ მოკრძალებული საჩუქრებით და დაზოგილი ფული უკრაინის ხალხს გავუგზავნოთ, მათ, ვისაც ის სჭირდება“, - თქვა პაპმა.

XS
SM
MD
LG