Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნების თარიღსა და ფორმატზე შეთანხმდნენ


"ერთიანი ნაციონალური მმოძრაობის" ოფისი
"ერთიანი ნაციონალური მმოძრაობის" ოფისი

"ნაციონალურ მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ პარტიის თავმჯდომარის შიდა არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება.

პარტიის წევრები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ე.წ. ბკოლჩეინ-სისტემით აირჩევენ. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პარტიის 69 წევრმა 1-ის წინააღმდეგ.

ე.წ. ბლოქჩეინი ახალი პლატფორმაა, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით მას უკვე არაერთი ქვეყანა, პოლიტიკური გაერთიანება თუ ორგანიზაცია იყენებს არჩევნებისთვის. სისტემა ისეა შექმნილი რომ მონაცემების შეცვლა თითქმის შეუძლებელია და პრაქტიკულად გამორიცხულიც.

პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურების წარდგენის ვადა სამშაბათს, 13 დეკემბერს ამოიწურება.

პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ამ შეხვედრის მთავარი მიზანი, არჩევნების საკითხის გადაწყვეტის გარდა, მათი პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი თავისუფლება იყო და მათ სამოქმედო გეგმაზეც იმსჯელეს.

ნაყოფია ამბობს, რომ პარტია "ყველაფერს გააკეთებს" იმისთვის, რომ სააკაშვილი იყოს თავისუფალი.

მან ასევე განაცხადა, რომ არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, თითქოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ირღვევა.

„ეს, რაც ახლა ხდება პარტიაში, არის ნორმალური პოლიტიკური პროცესი, რომლითაც პარტია კიდევ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ამ ეტაპზე ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე მონაწილეობენ.

XS
SM
MD
LG