არგენტინის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე, საუდის არაბეთთან დამარცხების შემდეგ, ჯგუფური ეტაპის ორივე დარჩენილი შეხვედრა მოიგო და მერვედფინალში პირველი ადგილი მოიპოვა.
სამხრეთამერიკელებმა C ჯგუფში პოლონეთის ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით 2:0. ამ შედეგით პოლონელებიც გადავიდნენ პლეი ოფში მეორე ადგილზე, რადგან ჯგუფის მეორე შეხვედრაში მექსიკამ მხოლოდ მინიმალური სხვაობით (2:1) აჯობა საუდის არაბეთს. პლეი ოფის საგზურამდე მექსიკელებს ერთი გოლი დააკლდათ.
მერვედფინალში არგენტინა ავსტრალიას დაუპირისპირდება, პოლონეთის მეტოქე კი საფრანგეთი იქნება. ავსტრალიელებმა D ჯგუფში მეორე ადგილი ბოლო ტურში გაინაღდეს, უშუალო კონკურენტის, დანიის დამარცხებით (1:0). ჯგუფის ლიდერმა საფრანგეთმა კი ტუნისთან წააგო მინიმალური ანგარიშით და მერვედფინალში გადავიდა.
არგენტინისა და ავსტრალიის მატჩი 3 დეკემბერს გაიმართება, საფრანგეთისა და პოლონეთის ნაკრებები კი მინდორზე 4 დეკემბერს გავლენ.