Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრო კულებამ ნატოს ქვეყნებს მოუწოდა, სასწრაფოდ გაზარდონ იარაღების წარმოება


დმიტრო კულება
დმიტრო კულება

ბუქარესტში ნატოს შეხვედრამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ალიანსის ქვეყნებმა სასწრაფოდ უნდა გაზარდონ შეიარაღების წარმოება.

Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში კულებამ განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე შეუძლებელია გრძელვადიანი პერსპექტივით გამარჯვება, თუ არ მოხდა დიდი რაოდენობით იარაღში ინვესტირება. „სანამ დღევანდელ ბრძოლებში ვიბრძვით, უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ ვიბრძოლებთ ხვალინდელ ბრძოლებში“, - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კულებას თქმით, დრო არ უნდა იხარჯებოდეს თვეობით მოლაპარაკებაზე იმ ქვეყნებთან, რომლებსაც პოლიტიკური მიზეზების გამო არ სურთ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება, რომელიც მას ომში დაეხმარებოდა.

„იმის ნაცვლად, რომ მათი იმედი გვქონდეს და თვეები ვხარჯოთ მათ დარწმუნებაზე, საჭიროა წარმოების ამუშავება, რათა არ ვიყოთ დამოკიდებული იმ მესამე ქვეყნების კაპრიზებზე, რომლებსაც რაღაც აქვთ საწყობებში, მაგრამ არ სურთ მისი მოცემა“, - თქვა კულებამ.

კულებამ დააზუსტა, რომ ყველაზე მეტად უკრაინას ესაჭიროება საჰაერო თავდაცვის სისტემები, ტანკები და საწარმოო ხაზები.

XS
SM
MD
LG