Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება სოხუმსა და ცხინვალში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ევროპარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, არ აღიაროს რუსეთის მიერ გაცემული პასპორტები და სხვა სამგზავრო დოკუმენტები "უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში". ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

კერძოდ, საუბარია ვიზების გაცემის აკრძალვაზე. შესაბამის წინადადებას მხარი 531-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 - წინააღმდეგი იყო, კიდევ 34-მა - თავი შეიკავა.

ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინის კონფლიქტს გაურბიან - ისინი კვლავ შეძლებენ ევროკავშირში შესვლას ჰუმანიტარული მოსაზრებებით.

მანამდე ცნობილი გახდა ევროკავშირში შეთანხმებული გადაწყვეტილების შესახებ, არ აღიარონ რუსული დოკუმენტები, რომლებიც გაცემულია რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის რეგიონებში, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებში.

რუსული პასპორტების აკრძალვამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს აფხაზეთში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე, კერძოდ, ბრიუსელის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა.

XS
SM
MD
LG