Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინისთვის განსაკუთრებული დახმარებისთვის ბაიდენი კონგრესს 37 მილიარდ დოლარზე მეტს სთხოვს


 აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიმართავს კონგრესს, გამოყოს 37 მილიარდ დოლაზე მეტი უკრაინისთვის განსაკუთრებული დახმარებისთვის. ვაშინგტონის ადმინისტრაციამ სახსრები 15 ნოემბერს მოითხოვა, იტყობინება სააგენტო AP-ი.

კონგრესისადმი მიმართვა მოიცავს ასევე 9,25 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნას COVID-19-ის პროგრამის დაფინანსებისთვის. ეს პროგრამა უნდა მოემსახუროს შესაძლო ეპიდემიას ზამთრის განმავლობაში.

თეთრი სახლის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორმა შალანდა იუნგმა განაცხადა, რომ ამა წლის დასაწყისში კონგრესის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 40 მილიარდი დოლარის სამი მეოთხედი უკვე გადახდილია ან განსაზღვრულია, რას მოხმარდება.

აშშ-ის მთავრობის დაფინანსება სრულდება დეკემბრის შუა რიცხვებში და მოთხოვნილი დახმარება იქნება მთავრობის 2023 წლის სექტემბრის ბოლომდე პერიოდის დაფინანსების პაკეტის ნაწილი.

XS
SM
MD
LG