Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის ყოველთვიური სტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

საქართველოში კორონავირუსის ყოველთვიური სტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან მიაწოდეს.

"ქვეყანაში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დაღმავალი ტენდენციაა და ეპიდსიტუაცია სტაბილურია. აღნიშნულის გათვალისწინებით, კოვიდსტატისტიკის გამოქვეყნების აუცილებლობა აღარ არსებობს", - აცხადებენ უწყებაში.

სამინისტროში თქვეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები სხვა ანგარიშებთან ერთად გამოქვეყნდება.

"NCDC დაინტერესებულ მხარეებს გაუზიარებს მიმართვის შემთხვევაში", - დასძენენ უწყებაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტმა კოვიდინფიცირების შესახებ ბოლო სტატისტიკური მონაცემები 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა. 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსის 1 792 109 შემთხვევა იყო გამოვლენილი, გარდაიცვალა 16 900-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG