Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NATO-ში გაწევრებას სრულად უჭერს მხარს 64%, EU-ში - 70% - IRI-ის გამოკვლევა


საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები მტკიცედ უჭერენ მხარს ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრებას.

შეკითხვას, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით ევროკავშირში საქართველოს გაწევრებას? - მოქალაქეები ასე პასუხობენ.

  • 70% -სრულად უჭერს მხარს (მარტი - 74%);
  • 15% - ნაწილობრივ უჭერს მხარს (მარტი - 14%);
  • 3% - ნაწილობრივ ეწინააღმდეგება (მარტი - 4%);
  • 7% - მტკიცედ ეწინააღმდეგება (მარტი - 6%);
  • 5% - არ იცის (მარტი - 3%).

მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს NATO-ში გაწევრებას?

  • 64% - სრულად უჭერს მხარს (მარტი 60%);
  • 14% - ნაწილობრივ უჭერს მხარს (მარტი 15%);
  • 5% - ნაწილობრივ ეწინააღმდეგება (მარტი 8%);
  • 12% - მკაცრად ეწინააღმდეგება (მარტი 12%);
  • 5% - არ იცის (მარტი 5%).

შეკითხვაზე, რომელს მიიჩნევთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკური პარტნიორად? - 51% ევროკავშირს ასახელებს, 47% - აშშ-ს, 24 % - უკრაინას, 16% - თურქეთს, 14% - აზერბაიჯანს, 11% - დიდი ბრიტანეთს, 7% კი - რუსეთს.

შეკითხვის პასუხად - ამ ქვეყნებიდან რომელი წარმოადგენს ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოსთვის? - 89% რუსეთს ასახელებს, 11% - თურქეთს, 6% - აშშ-ს, 4% - სომხეთს, 3% - აზერბაიჯანს, 3% - ირანს, 2% - ჩინეთს, 1% - ევროკავშირს, 1% - უკრაინას.

IRI-ის ევრაზიის უფროსი დირექტორის, სტივ ნიქსის განცხადებით, „საქართველოს მოქალაქეთა 85% ან „სრულიად უჭერს მხარს“ ან „გარკვეულწილად უჭერს მხარს“ ევროკავშირში გაწევრებას. ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა 60% მომხრეა ეს მოხდეს თუნდაც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტის პირობით. ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოქალაქეების მოთხოვნა კვლავ ძალიან მაღალია“.

ნიქსის შეფასებით, ქართველების სურვილი ევროკავშირში გაწევრების შესახებ, საოცრად თანმიმდევრული იყო წინა გამოკვლევებში დ ახალი გამოკითხვა ამ პოზიციას ამყარებს.

IRI-ს დაკვეთით, გამოკითხვის საველე სამუშაოები 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა. კვლევა ჩატარდა რესპონდენტებთან სახლში პირისპირ ინტერვიუს საშუალებით. კვლევაში მონაწილეობდა 18+ ასაკის და ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს 1 500 მოქალაქე. ცდომილების ზღვარი შეადგენს +-2,5%-ს. პასუხის გაცემის მაჩვენებელია 74%.

XS
SM
MD
LG