Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა რუსეთის სამხედრო გემები შავ ზღვაში არ შეუშვა, ისინი ვლადივოსტოკში ბრუნდებიან


კრეისერი "ვარიაგი" ფილიპინების დედაქალაქ მანილის პორტში. 2017 წ. 20 აპრილი.
კრეისერი "ვარიაგი" ფილიპინების დედაქალაქ მანილის პორტში. 2017 წ. 20 აპრილი.

რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის გემები თებერვლის შემდეგ ელოდნენ თურქეთის ხელისუფლებისგან ბოსფორის სრუტეში გავლის ნებართვას, რათა შავ ზღვაში შესულიყვნენ, მაგრამ ანკარამ მათ ამის უფლება არ მისცა.

წყნარი ოკეანის ფლოტის სარაკეტო კრეისერი „ვარიაგი“ და წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ საბრძოლველად განკუთვნილი დიდი გემი „ადმირალი ტრიბუცი“ გემების მოძრაობაზე დამკვირვებლებმა კვირას, 6 ნოემბერს, შენიშნეს სინგაპურში. ისინი თავიანთი ბაზირების ადგილზე, ვლადივოსტოკში მიემართებოდნენ.

როგორც შავი ზღვის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის სამონიტორინგო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ანდრი კლიმენკომ დაწერა სოცქსელებში, მისი მონაცემებით, „ვარიაგი“ და „ადმირალი ტრიბუცი“ 2 თებერვლიდან იდგნენ ხმელთაშუა ზღვაში და შავ ზღვაში გადასასროლად ემზადებოდნენ, რათა უკრაინის ტერიტორიისთვის შეეტიათ.

XS
SM
MD
LG