Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევს მოულოდნელად ესტუმრა აშშ-ის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში


აშშ-ის მრჩეველი სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრიი ერმაკი ბრიფინგზე კიევში. 04 ნოემბერი. 2022 წელი
აშშ-ის მრჩეველი სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრიი ერმაკი ბრიფინგზე კიევში. 04 ნოემბერი. 2022 წელი

აშშ-ის მრჩეველი სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანი 4 ნოემბერს კიევში ჩავიდა. ვიზიტი წინასწარ არ იყო გამოცხადებული.

სალივანმა უკრაინის დედაქალაქში განაცხადა, რომ „ურყევი“ მხარდაჭერა გაგრძელდება.

Reuters-ის ცნობით, ამერიკელმა სტუმარმა განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა „ურყევი და უცვლელი“ იქნება 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგაც.

სალივანმა შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზერლენსკისა და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრიი ერმაკთან. სალივანმა ამ შეხვედრების შემდეგ გამოაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს ორპარტიულ თანამშრომლობას „ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში,“ რათა შენარჩუნებული იქნეს ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, ასევე დახმარება უსაფრთხოების სფეროში.

აშშ-ის კონგრესის, წარმომადგენელთა პალატის და სენატის არჩევნების წინ ზოგიერთი რესპუბლიკელი კანონმდებელი გამოვიდა მოწოდებით, შემცირდეს ამერიკის დახმარება კიევისთვის, თუ კონგრესს რესპუბლიკური პარტია გააკონტროლებს.

XS
SM
MD
LG