კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში 2022 წელს ორჯერ ჩატარდა რეორგანიზაცია, იანვარში და ოქტომბერში. ამ პროცესის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა - თითქმის ყველა მათგანის გათავისუფლებას წინ უძღოდა გასაუბრება, რომელსაც თავად როგორც დაკითხვას, ისე იხსენებენ.
რესტავრატორი ანი შეროზია ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც სააგენტოდან მეორე რეორგანიზაციისას გათავისუფლდა. სტრუქტურული ცვლილებების დროს სრულად გაუქმდა ის დეპარტამენტი, სადაც ანა მუშაობდა, ანუ მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალების და საგანმანათლებლო სამსახური. ანი კოლეგებთან ერთად სააგენტოს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აპირებს.