რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განკარგულება გასცა, შეიქმნას საგანგებო საბჭო უსაფრთხოების გაზრდაზე მუშაობის კოორდინაციისთვის. სტრუქტურას უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი. გადაწყვეტილება 19 ოქტომბერს იქნა მიღებული უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
საბჭოში სხვათა შორის ასევე შევლენ ვიცე-პრემიერები, ძალოვანი უწყებების, მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური ბლოკისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მოელიან, რომ საბჭო უზრუნველყოფს ყველა რეგიონთან მჭიდრო თანამშრომლობას.
პუტინმა მთავრობას დაავალა, 20 ოქტომბრამდე შეიმუშაოს დოკუმენტის პროექტი ახალი სტრუქტურის შესაქმნელად.
გარდა ამისა, კრემლის ბრძანებულების თანახმად, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონების ხელმძღვანელები დამატებით უფლებამოსილებებს მიიღებენ უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
19 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ ოთხ ანექსირებულ რეგიონში - თვითგამოცხადებულ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“, „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში“ და ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში. რა ვადით წესდება საომარი მდგომარეობა, არ აზუსტებენ.