Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგის თქმით, "უკრაინას აჩქარება აქვს" შეძენილი რუსეთთან ომში


იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „უკრაინას ძლიერი იმპულსი" აქვს შეძენილი რუსეთთან ომში. ამასთან, მან კვლავ დაუდასტურა კიევს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერა.

11 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთის მიერ ბოლო ორ დღეში უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო იერიში „სისუსტის“ ნიშანია, ვინაიდან რუსეთი ვერ ახერხებს წარმატებების მიღწევას ბრძოლის ველზე.

„მაშინ, როცა რუსეთი სულ უფრო ხშირად მიმართავს საშინელ და განურჩეველ იერიშებს სამოქალაქო პირებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, [რუსეთის] პრეზიდენტი [ვლადიმირ] პუტინი წარუმატებლობას განიცდის უკრაინაში“, - თქვა მან თავდასხმებზე, რომლებსაც მინიმუმ 19 ადამიანი ემსხვერპლა, რასაც მიიჩნევენ შურისძიებად გასული კვირის ბოლოს ყირიმის ხიდის აფეთქებისთვის.

სტოლტენბერგმა დასძინა, რომ ნატო მომავალ კვირაში გამართავს ყოველწლიურ წვრთნას ბირთვულ საფრთხესთან გამკლავებაში, რომელიც „დიდი ხნის წინ“ იყო დაგეგმილი და რომ ალიანსი გულდასმით აკვირდება რუსეთის ბირთვულ ძალებს.

„ჩვენ ვერ ვხედავთ ვერავითარ ცვლილებებს რუსეთის პოზიციებში, მაგრამ სიფხიზლეს ვინარჩუნებთ“, - თქვა მან.

12 ოქტომბერს ბრიუსელში დაგეგმილია ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა.

XS
SM
MD
LG