დაუდგენელი მიზეზით შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება დანის ერთ-ერთ კუნძულს, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებზე სავარაუდო „დივერსიული“ თავდასხმის შედეგად აირის გაჟონვის მახლობლად მდებარეობს.
Energinet-მა, რომელიც კუნძულ ბორჰოლმისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი, 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ გამოიძიებს ენერგიის მიწოდების შეწყვეტის მიზეზს, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს წყალქვეშა კაბელის დაზიანებას.
ბორჰოლმზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა ორი კვირაში მას შემდეგ, რაც კუნძულის მახლობლად „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე, რომლებიც რუსეთს გერმანიასთან აკავშირებს, მოხდა აირის გაჟონვა. გამოითქვა ვარაუდები, რომ გაჟონვის მიზეზი იყო მილსადენების დაზიანება „საბოტაჟის“ შედეგად.
დასავლეთმა ეჭვი აიღო რუსეთზე, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემდეგ ენერგეტიკულ ომს მიმართავს ევროპის წინააღმდეგ. კრემლმა ბრალდება უარყო და დასავლეთი დაადანაშაულა მილსადენების საბოტაჟში.