სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქების დაბომბვაზე: შემზარავი ამბავია. საქართველო უკრაინის გვერდით დგას!
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება უკრაინაში ქალაქების დაბომბვას.
"შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა. მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა, მაგრამ მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე. მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას!" - წერს პრეზიდენტი ტვიტერზე.