Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედრო იერიში კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე - განახლებადი ინფორმაცია

აფეთქებები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში

კიევზე დღეს დილით განხორციელებული შეტევისას, წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე და 12 დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინის შს-თა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა. ზოგიერთი უკრაინული მედიასაშუალების ცნობით, დაღუპულია 8 ადამიანი.

რუსეთის სამხედრო ძალებმა საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კიევზე შეტევა დღეს დილით მიიტანეს. სარაკეტო იერიშები განხორციელდა უკრაინის სხვა ქალაქებზეც. აფეთქებების შესახებ იუწყებიან ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ნიკოლაევიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი-როგიდან, ხარკოვიდან და ზაპოროჟიედან. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.

13:04 10.10.2022

12:50 10.10.2022

ზალუჟნი: რუსეთმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლა. 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ თავის ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ 10 ოქტომბერს, რამდენიმე საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლა, რომლიდანაც 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

ქვეყანა-ტერორისტი რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიაზე მასობრივ სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს ახორციელებს დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. დილით აგრესორმა 75 რაკეტა გაისროლა. ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ მათგან 41 გაანეიტრალა.შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ თანამოქალაქეების დასაცავად“,- წერს ვალერი ზალუჟნი.

ზალუჟნის თანახმად, იერიში ისევ გრძელდება.

დღეს დილით, რუსეთის სამხედრო ძალებმა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი. სარაკეტო იერიშები განხორციელდა უკრაინის სხვა ქალაქებზეც. აფეთქებების შესახებ იუწყებიან ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ნიკოლაევიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი-როგიდან, ხარკოვიდან და ზაპოროჟიედან. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.

11:59 10.10.2022

ზელენსკი: 229-ე დღეა ცდილობენ ჩვენს განადგურებას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე, დღევანდელი სარაკეტო დარტყმების შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები. მან მოქალაქეებს მოუწოდა, თავშესაფრებში დარჩნენ და გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და ახლობლებს.

„229-ე დღეა ცდილობენ ჩვენს განადგურებას და პირისაგან მიწისა აღგვას. განადგურებას ჩვენი ადამიანების, რომლებსაც ზაპოროჟიეში, სახლში სძინავთ. მოკვლას ადამიანების, რომლებიც დნეპრსა და კიევში სამსახურში მიდიან“, - წერს პრეზიდენტი ზელენსკი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

დღეს დილით, რუსეთის სამხედრო ძალებმა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი. სარაკეტო იერიშები განხორციელდა უკრაინის სხვა ქალაქებზეც. აფეთქებების შესახებ იუწყებიან ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ნიკოლაევიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი-როგიდან, ხარკოვიდან და ზაპოროჟიედან. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.

11:49 10.10.2022

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG