უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაშია, კიევში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა
დღეს დილიდან საჰაერო განგაშია გამოცხადებული უკრაინის ქალაქების დიდ ნაწილში. აფეთქებების შესახებ იუწყებიან ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი როგიდან ზაპოროჟიედან და სლავიანსკიდან. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ, რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს კიევზეც. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, აფეთქებები მოხდა კიევის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესმდივნის, სვეტლანა ვოდოლაგას ინფორმაციით, კიევში არიან დაღუპულები და დაჭრილები. მათი რიცხვი ჯერ დაზუსტებული არ არის.