Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმის ხიდის აფეთქება პუტინს ძლიერად დაარტყამს - ბრიტანული დაზვერვა


ბრიტანული დაზვერვის ვარაუდით, 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდის აფეთქება, დიდი ალბათობით, ძლიერად დაარტყამს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.

აფეთქება პუტინის 70 წლის იუბილედან რამდენიმე საათში მოხდა.

„სარკინიგზო ლიანდაგის დაზიანების ხარისხი უცნობია, მაგრამ ყველა სახის სერიოზული დაზიანება, დიდი ალბათობით, აშკარა გავლენას იქონიებს რუსეთის ისედაც მწირ შესაძლებლობებზე, მოამარაგოს საკუთარი არმია სამხრეთში. სარკინიგზო მიმოსვლა ყირიმის ხიდზე, რომელიც ძირითადად სატვირთო გადაზიდვებისთვის იყო განკუთვნილი, 2020 წელს გაიხსნა და მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში შეიჭრნენ, ასრულებდა საკვანძო როლს რუსეთის არმიის მძიმე ტექნიკის გადატყორცნაზე სამხრეთის ფრონტზე“, - ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის განცხადებაში.

ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს დილით მოხდა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოებსა და ფოტოებზე ჩანს ცეცხლმოდებული გზა, ხანძარი სატვირთო მატარებელზე, საავტომობილო ხიდის ნაწილი ჩანგრეულია. ხიდზე მოძრაობა მთლიანად შეაჩერეს. ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში განაცხადეს, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქდა სატვირთო ავტომანქანა. ამის შედეგად ცეცხლი მოედო მატარებელს, რომელსაც საწვავით დატვირთული ცისტერნები გადაჰქონდა. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

ყირიმის ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა აფეთქებიდან რამდენიმე საათში. მოძრაობა შესაძლებელია საავტომობილო ხიდის დაუზიანებელ ნაწილზე. ეს მისი სიგანის დაახლოებით ნახევარია.

XS
SM
MD
LG