Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ქვეყნებმა დაამტკიცეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები


ევროკავშირის ქვეყნებმა, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცეს.

პაკეტი მოიცავს ნავთობის დადგენილ ზღვრულ ფასზე ძვირად ტრანსპორტირების აკრძალვას, ასევე შეზღუდვას ფოლადის ნაწარმის, პლასტმასის და გარკვეული სახის ქიმიკატების იმპორტზე. რუსეთის მოქალაქეებს ეკრძალებათ ევროპული „კრიპტოსაფულის“ გამოყენება.

ახალი პაკეტის მიხედვით, ევროპის კომპანიებს აეკრძალებათ რუსეთისთვის კომპიუტერულ- ტექნოლოგიური და იურიდიული სამსახურის გაწევა, არქიტექტურული და საინჟინრო პროექტების შემუშავება, ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებსაიტზე.

აიკრძალება რუსეთში სამოქალაქო იარაღისა და სამხედრო მანქანების ექსპორტი და საავიაციო მრეწველობისთვის საჭირო პროდუქცია, გაფართოებული სიით, ასევე - ევროპაში რუსეთიდან ქაღალდისა და ხის მერქნის, სიგარეტის, პლასტმასის და კოსმეტიკური საშუალებების შემოტანა.

აიკრძალება ასევე რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში წარმოებული ნებისმიერი საქონლის იმპორტი.

XS
SM
MD
LG