Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოცნებიდან წასული დეპუტატები ოცნების კრებას ესწრებოდნენ კაჭრეთში


დიმიტრი ხუნდაძე (მარჯვნივ) "ქართული ოცნების" შეკრებაზე კაჭრეთში
დიმიტრი ხუნდაძე (მარჯვნივ) "ქართული ოცნების" შეკრებაზე კაჭრეთში

ქართული ოცნებიდან “სიმართლის სათქმელად” წასული დეპუტატები, სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე დღეს კაჭრეთში მმართველი პარტიის სამუშაო გასვლით სხდომაში მონაწილეობდნენ. შეხვედრას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ასევე მინისტრები და პარლამენტარები.

სოზარ სუბარი (მესამე რიგში) "ქართული ოცნების" შეკრებაზე კაჭრეთში
სოზარ სუბარი (მესამე რიგში) "ქართული ოცნების" შეკრებაზე კაჭრეთში

ქართული ოცნების ფეისბუკგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამ შეხვედრაზე პოლიტიკოსებმა წლის განვლილი პერიოდი შეაჯამეს და სამომავლო დასახეს, ასევე იმსჯელეს ევროკავშირის წინაშე საქართველოს შესასრულებელ ვალდებულებებზე. “განსაკუთებით ხაზი გაესვა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას”- წერია ქართული ოცნების ფეისბუკგვერდზე.

ოთხი დეპუტატი მმართველ პარტიას 2022 წლის ივნისში გამოეყო - მათ ეს გზა იმისთვის აირჩიეს, რომ “ხალხისთვის დაუფარავი სიმართლე” ეთქვათ, რასაც ქართული ოცნების წევრების სტატუსით ვერ ამბობდნენ. ე.წ. ოთხეულის რიტორიკა ანტიდასავლური განწყობებით ჭარბადაა გავრცელებული და მათი თითქმის ყველა განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზე თავდასხმაა. ოცნებიდან წასული დეპუტატების განცხადებები როგორც წესი, პარლამენტის ოფიციალური ვებსაიტის საშუალებით ვრცელდება.

XS
SM
MD
LG