Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერდია სიჭინავა ე.წ. ოთხეულზე: ეს ადამიანები არიან არავინ, თუ ივანიშვილს რამის თქმა უნდა, გამოვიდეს


"სიმართლის სათქმელად" მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატების განცხადებას, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გარდა გაკრიტიკებულია ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, მისი გუნდის წევრი, ბერდია სიჭინავა ეხმაურება.

"ეს ოთხი ადამიანი არ არსებობს. ეს ადამიანები არიან არავინ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ სარგებლობენ არანაირი ავტორიტეტით. თუ ბიძინა ივანიშვილს რაიმეს თქმა უნდა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, კეთილი ინებოს, მოიკრიბოს გამბედაობა, გამოვიდეს და ღიად თქვას, რა უნდა გიორგი გახარიასთან და რა კონკრეტულ ბრალდებებს უყენებს", - ამბობს გიორგი გახარიას გუნდის წევრი და იხსენებს, რომ მმართველ პარტიას გამოყოფილი დეპუტატები საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ გახარიას მისამართით მაშინ, როცა ის პრემიერი იყო და მასზე ცუდის თქმა მაშინ დაიწყეს, როცა ის ოპოზიციაში წავიდა.

"მაშინაც ამ ადამიანების სიტყვის ფასი იყო ნული, ახლაც არის ნული", - ამბობს ბერდია სიჭინავა.

დღეს, 10 სექტემბერს პარლამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ე.წ. ოთხეულის მორიგი წერილი, სადაც დეპუტატები წერენ, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ამ პოსტს პოლიციის იმიჯის შესაბღალად და რეპუტაციის გასანადგურებლად იყენებდა და ამით ის უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებდა და დავალებებს ასრულებდა. "სიმართლის მთქმელი დეპუტატები" ასევე წერენ, რომ გახარიას მიერ სპეცრაზმის შეყვანას კლუბ "ბასიანში" 2018 წელს და პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას, სადაც სამართალდამცველები დაშავდნენ, გუნდის შიგნით დიდი კრიტიკა მოჰყვა.

ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ პოლიციის დისკრედიტაციას არავინ ეწევა ისე, როგორც მოქმედი ხელისუფლება, "ოცნებიდან" წასული დეპუტატების უკან კი, რეალურად, ამ პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი დგას.

XS
SM
MD
LG