Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაადასტურა კუპიანსკის განთავისუფლება რუსეთის სამხედროებისგან


უკრაინის უშიშროების ძალების სპეცრაზმი ქალაქ კუპიანსკში, 10 სექტემბერი, 2022 წელი
უკრაინის უშიშროების ძალების სპეცრაზმი ქალაქ კუპიანსკში, 10 სექტემბერი, 2022 წელი

უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის არმიის სამხედროებისგან ქალაქ კუპიანსკის განთავისუფლების შესახებ.

ქალაქი კუპიანსკი ხარკოვის ოლქში მდებარეობს და მსხვილი სარკინიგზო კვანძია.

ადრე ამის თაობაზე იტყობინებოდა საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი, ნატალია პოპოვა. პოპოვა Telegram-ის არხზე წერს, რომ „კუპიანსკი - უკრაინაა! დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს!“ და აქვეყნებს უკრაინელი სამხედროების სურათს, რომლებსაც, სავარაუდოდ, თავიანთი სამხედრო ნაწილის დროშა აქვთ გაშლილი.

უფრო ადრე ხარკოვის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციამაც დაადასტურა კუპიანსკის გათავისუფლება, იტყობინება „უკრაინსკაია პრავდა“.

ზოგადად, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი დუმს და არ ასახელებს გათავისუფლებული დასახლებების სახელებს, რომელთაგან, ზელენსკის თქმით, ხარკოვის ოლქში უკვე 30-ზე მეტია.

9 სექტემბრისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრიერიშის შედეგად დაიბრუნეს ხარკოვის ოლქის 2500 კვადრატული კილომეტრი, წერენ ამერიკელი ექსპერტები.

XS
SM
MD
LG