Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრასი დათანხმდა მიწვევას უკრაინაში, ბრიტანეთის ახალი პრემიერის რანგში


ლიზ ტრასი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი
ლიზ ტრასი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა მიიღო უკრაინაში მიწვევა და კიდევ ერთხელ გაიმეორა ბრიტანეთის "ურყევი მხარდაჭერა უკრაინის თავისუფლების და დემოკრატიის მიმართ", იმ ფონზე, როცა უკრაინა იქ შეჭრილ რუსეთის ძალებს ებრძვის.

6 სექტემბერს ტრასი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის - ეს მისი ერთ-ერთი პირველი ზარი იყო უცხოეთის ლიდერთან, მას შემდეგ, რაც პრემიერის პოსტი დაიკავა. ტრასის თქმით, ის მოუთმენლად ელის ზელენსკისთან თანამშრომლობას და სიხარულით დათანხმდა წინადადებას ახლო მომავალში ეწვიოს უკრაინას - ამბობს მისი ოფისი.

ზელენსკი ტვიტერით წერს, რომ ტრასთან საუბარში მან რუსეთზე "მეტი ზეწოლის" საკითხების კოორდინირება მოახდინა. ზელენსკიმ ბრიტანეთის ხალხს მადლობა გადაუხადა თავდაცვის და ეკონომიკის სფეროებში გაწეული დახმარებისთვის და თქვა, "მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთი მზადაა ეს დახმარება კიდევ უფრო გააძლიეროსო".

ტრასს ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც. ტრასის ოფისის თანახმად, ბრიტანეთის ახალი პრემიერი მოუთმენლად ელის მუშაობის დაწყებას ბაიდენთან "ერთობლივ გამოწვევებთან საბრძოლველად, განსაკუთრებით ექსტრემალური ეკონომიკური პრობლემების, რომლებიც პუტინის ომმა გამოიწვია".

XS
SM
MD
LG