Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისტორიული შედეგი - საქართველოს წყალბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია


მეოთხედფინალი 6 სექტემბერს გაიმართება და საქართველოს მეტოქე ჩემპიონატის მასპინძელი და ერთ-ერთი ფავორიტი, ხორვატია იქნება.
მეოთხედფინალი 6 სექტემბერს გაიმართება და საქართველოს მეტოქე ჩემპიონატის მასპინძელი და ერთ-ერთი ფავორიტი, ხორვატია იქნება.

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

წყალბურთელთა გუნდმა პლეი ოფში ნიდერლანდების ნაკრებს მოუგო, ანგარიშით 12:8 და მეოთხედფინალში გავიდა. ქართველი წყალბურთელები ამ შედეგით კონტინენტის რვა უძლიერეს გუნდს შორის მოხვედნენ და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე, პლეი ოფამდე ჯგუფური ეტაპის სამი თამაში ჩაატარა. წააგო მონტენეგროსთან (11:14) და იტალიასთან (8:18), მოუგო სლოვაკეთს (16:11) და ჯგუფიდან მესამე ადგილით გავიდა.

მეოთხედფინალი 6 სექტემბერს გაიმართება და საქართველოს მეტოქე ჩემპიონატის მასპინძელი და ერთ-ერთი ფავორიტი, ხორვატია იქნება.

XS
SM
MD
LG