წყნეთის მსგავსად, ხანძარი ლიკვიდირებულია ნაფეტვრებში, ხოლო წავკისში ამ ეტაპისთვის ხანძარი მხოლოდ ლოკალიზებულია - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან მიაწოდეს.
სახანძრო ჯგუფები 4 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში, თბილისსა და მის შემოგარენში ხანძარს ერთდროულად სამი მიმართულებით ებრძოდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, წავკისში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ისევ გრძელდება.