უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს, გელა გოგიას, საქართველოში მომავალ კვირაში ჩამოასვენებენ.
გელა გოგია 26 აგვისტოს დაიღუპა. ქართველი მებრძოლების ინფორმაციით, ის დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში იბრძოდა, რა დროსაც მისი დანაყოფი სარაკეტო იერიშში მოყვა.
გელა გოგია წლების განმავლობაში უკრაინაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
ქართველი მებრძოლის ცხედარი ფრონტის წინა ხაზიდან კიევის პროზექტურაშია გადასვენებული.
უკრაინაში რუსეთმა ომი 24 თებერვალს დაიწყო. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ უკრაინაში 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.