Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

104 წლის წინ - 1918 წლის სამშვიდობო მოლაპარაკებების დღეები ბათუმში


1918 წელია. მაისი-ივნისის პერიოდი. ბათუმში ოსმალეთის იმპერიასა და ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება მიდის. - ამ დღეების ამსახველი, ჩვენთვის აქამდე უცნობი კინოკადრები იპოვა საქართველოს პარლამენტის არქივის დირექტორმა ირაკლი იაკობაშვილმა და ჩვენც გაგვიზიარა.

1918 წელია. მაისი-ივნისის პერიოდი. ბათუმში ოსმალეთის იმპერიასა და ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება მიდის, რომელიც ტრაპიზონის ასევე ცნობილ სამშვიდობო კონფერენციას მოჰყვა - ამ დღეების ამსახველი მორიგი, ჩვენთვის აქამდე უცნობი კინოკადრები იპოვა ინტერნეტში საქართველოს პარლამენტის არქივის დირექტორმა ირაკლი იაკობაშვილმა და ჩვენც გაგვიზიარა.

ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე, დიდი ძებნის შემდეგ, ის ინტერნეტში სწორედ ტრაპიზონის კონფერენციის კინოქრონიკას გადააწყდა, სადაც ამიერკავკასიის სეიმის დელეგაციის ვიზიტი იყო აღბეჭდილი და რომლის შესახებაც რადიო თავისუფლებამ უკვე გიამბოთ.

ახლად ნაპოვნ კადრებში კი, როგორც ირაკლი იაკობაშვილი გვიყვება, ჩანს ოსმალეთის იმპერიის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე ენვერ ფაშა, რომელიც ოსმალეთის იმპერიის მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი იყო.

ბათუმში თავიანთი მოთხოვნებით ჩასულები არიან საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის დელეგაციები. მოლაპარაკებები გერმანული დელეგაციის შუამავლობით იმართება.

უნიკალურ კინოკადრებში, რომლის დედანიც, ირაკლი იაკობაშვილის ვარაუდით, თურქეთის არქივში უნდა ინახებოდეს, მოჩანს ძველი ბათუმის ქუჩები, ბულვარი, სანაპირო, დღეს უკვე აღარარსებული აზიზიეს მეჩეთი და რუსულ ყაიდაზე აგებული გუმბათებიანი ტაძარი, რკინიგზის სადგური. ჩანან იმ დროის ბათუმში მოსეირნე ადამიანებიც.

ირაკლი იაკობაშვილი იმედს არ კარგავს, რომ არქივებში აუცილებლად იქნება დაცული ამ მოლაპარაკებების მონაწილე საქართველოს დელეგაციის წევრების კინოკადრებიც, რაც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ცოდნას კიდევ უფრო გაამდიდრებს.

XS
SM
MD
LG