Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი გეგმავს სამთავრობო და სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმას - აშშ უკრაინას აფრთხილებს


უკრაინის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ტრიუმფალური სვეტი კიევში
უკრაინის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ტრიუმფალური სვეტი კიევში

აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთი უახლოეს დღეებში უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სახელმწიფო ობიექტებზე იერიშს გეგმავს, ამის შესახებ გაფრთხილება დღეს, 23 აგვისტოს დილით, კიევში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.

„სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს მონაცემები, რომ უახლოეს დღეებში რუსეთი გააქტიურებს ძალისხმევას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სახელმწიფო ობიექტებზე იერიშის მისატანად“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმად, „რუსეთის დარტყმები მუდმივი საფრთხეა სამოქალაქო მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურისთვის“.

ამასთან, ამერიკის საელჩო უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს მათ ხელთ არსებული საშუალებებით.

მანამდე, რუსეთის მხრიდან 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ განაცხადა უკრაინულმა დაზვერვამ.

უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის მოტივით, ამ დღეს მასობრივი ღონისძიებების ჩატარება აკრძალა.

XS
SM
MD
LG