Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი: უკრაინის ატომური ელექტროსადგური დემილიტარიზებული უნდა იყოს


უკრაინის და თურქეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკის და რეჯეპ ტაიპ ერდოანის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან ლვოვში. 18 აგვისტო, 2022 წელი
უკრაინის და თურქეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკის და რეჯეპ ტაიპ ერდოანის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან ლვოვში. 18 აგვისტო, 2022 წელი

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში 18 აგვისტოს რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციისკენ მოწოდებით გამოვიდა და თქვა, რომ იგი უკიდურესად შეშფოთებულია სადგურში და მის გარშემო არსებული ვითარებით.

გუტერეშმა უკრაინის ქალაქ ლვოვში მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ელექტროსადგურიდან სამხედრო ტექნიკა და პერსონალი უნდა გაიყვანონ და ის არ უნდა იყოს სამხედრო ოპერაციების სამიზნე.

ასეთი ობიექტი „არ უნდა იყოს სამხედრო ოპერაციის ნაწილი. ამის ნაცვლად, სასწრაფოდ არის შეთანხმება საჭირო ზაპოროჟიეს სადგურის, როგორც წმინდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენისა და ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - თქვა მან.

გუტერეში 18 აგვისტოს შეხვდა უკრაინაში ვიზიტად მყოფ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც გუტერეშთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ “გაერომ უნდა უზრუნველყოს ამ სტრატეგიული ობიექტის უსაფრთხოება, მისი დემილიტარიზაცია და სრული განთავისუფლება რუსული ჯარებისაგან.“

XS
SM
MD
LG