Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ და ერდოანმა განიხილეს მარცვლეულის თემა, ვითარება ატომურ სადგურზე და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 აგვისტოს ლვოვში გამართა შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან. 18 აგვისტო, 2022 წელი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 აგვისტოს ლვოვში გამართა შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან. 18 აგვისტო, 2022 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 აგვისტოს ლვოვში გამართა შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობაზე დაყრდნობით იტყობინება „უკრაინსკაია პრავდა“, პრეზიდენტებმა განიხილეს მარცვლეულის მსოფლიოში გატანის ინიციატივა, ასევე ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და ორი ქვეყნის ურთიერთობა შეიარაღების სფეროში.

არსებული ცნობით, პრეზიდენტებმა დადებითი შეფასება მისცეს მარცვლეულის გატანის ინიციატივას და განიხილეს მისი სრულყოფის შესაძლებლობა, მისი განხორციელების უსაფრთხოების დაცვა და ექსპორტის მოცულობის გაზრდა.

ზელენსკიმ და ერდოანმა ისაუბრეს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის მიერ მარცვლეულის მიტაცების შესახებ. ითქვა, რომ რუსეთმა ნახევარი მილიონი ტონა მარცვლეული მიითვისა. ისინი დაეთანხმნენ ერთმანეთს, რომ მოპარული საქონლით ვაჭრობა დაუშვებელია.

პრეზიდენტებმა განიხილეს ასევე ვითარება ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე.

ზელენსკის თქმით, "თითოეული ქვეყნის მისია და მოვალეობა უნდა იყოს, მკაცრი და თანმიმდევრული პასუხი გასცეს ბირთვული შანტაჟის ნებისმიერ გამოვლინებას“, რათა შეაჩეროს იგი. "რუსეთმა სასწრაფოდ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები ელექტროსადგურიდან", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ლიდერებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით პერსპექტივები განიხილეს.

ერდოანთან შეხვედრამდე, ზელენსკი შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს, რომელთანაც პრეზიდენტები სამმხრივი მოლაპარაკების გამართვას გეგმავენ.

XS
SM
MD
LG