Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მებრძოლი ბერდია ჯოხაძე დაიღუპა


ბერდია ჯოხაძე, უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი
ბერდია ჯოხაძე, უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, ბერდია ჯოხაძე დაიღუპა. ინფორმაციას მისი და, ბელა ჯოხაძე ავრცელებს.

"ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო გარდაიცვალა 12 აგვისტოს.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უკრაინისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, ჩემი ძმის თანამებრძოლებს, მეგობრებსა და ახლობლებს, გვერდში დგომისათვის და ჩემი ძმის სამშობლოში დროული გადმოსვენებისთვის", - წერს ბელა ჯოხაძე "ფეისბუკზე".

მისივე ინფორმაციით, ბერდია ჯოხაძეს ხვალ, 19 აგვისტოს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10:00 საათზე ჩამოასვენებენ. პანაშვიდი თბილისში, ქაშუეთის ეკლესიაში 12:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება.

უკრაინაში რუსეთმა ომი 24 თებერვალს დაიწყო. მას შემდეგ დაიღუპა ათასობით სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. უკრაინაში ომს დღემდე 18 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG