Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: ზაპოროჟიეს აეს-ზე შესაძლო ინციდენტი საფრთხეა საქართველოს, ევროკავშირისა და თურქეთისთვის


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების განთავსებით, რუსეთმა სახიფათო ვითარება შექმნა.

„სადგური, ფაქტობრივად, დანაღმულია“, - განაცხადა მან.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი, შესაძლოა, დარტყმა აღმოჩნდეს ევროკავშირის ქვეყნებისთვის, თურქეთისა და საქართველოსთვის, უფრო დაშორებული რეგიონებისთვის. ყველაფერი მხოლოდ ქარის მიმართულებასა და სიძლიერეზეა დამოკიდებული. თუ რუსეთის მოქმედებებით კატასტროფა მოხდება, შედეგები შესაძლოა, მათაც შეეხოთ, ვინც ჯერ ჩუმადაა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი სიტყვებით, აუცილებელია განსჯისა და მოწოდების ეტაპიდან, რუსეთის და მთელი მისი ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ, მკაცრ სანქციებზე გადასვლა.

რუსულმა ძალებმა სასწრაფოდ უნდა დატოვონ სადგურის და მეზობელი რაიონების ტერიტორია, უპირობოდ“, - დაამატა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მსოფლიო ათწლეულების განმავლობაში ბირთვული მასალებისა და რადიაციული უსაფრთხოების ყველა აქტივობის სათანადო კონტროლისთვის იბრძოდა.

თუ მსოფლიოს ახლა ერთი ატომური სადგურის დასაცავად ძალა და გამბედაობა არ ჰყოფნის, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო აგებს, აგებს ტერორისტებთან, ემორჩილება ბირთვულ შანტაჟს, ეს კი ისეთ პრეცედენტად შეიძლება იქცეს, რომელსაც სხვა ტერორისტები დაინახავენ. ჯერ კიდევ არის ამ მარცხის არდაშვების შანსი“, - დასძინა ზელენსკიმ.

მანამდე, მსოფლიოს 42-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს ჯარები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან.

XS
SM
MD
LG