Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევაზე: ქმნიან ყალბ აღქმებს და მერე ებრძვიან ამ ყალბ აღქმებს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კამპანიის ნაწილად მიიჩნევს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დღეს გამოქვეყნებულკვლევას, საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებულების შესახებ, რომლის მიზანიც ხელისუფლების დასუსტებაა.

“სამწუხაროდ ესეც ნაწილია იმ კამპანიის, რომელიც ცდილობს წარმოსახოს თითქოს არის გარკვეული მიმდინარე ტრენდი, რომ საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული და დასავლეთს სცდება. ამ კამპანიას აწარმოებენ, თითქოს არის ანტიდასავლური ტრენდი, მერე ამის საპირისპიროდ თვითონვე აწარმოებენ კამპანიას, რომ დასავლეთი კარგია. თვითონვე ქმნიან ყალბ აღქმებს და მერე თავადვე ებრძვიან ამ ყალბ აღქმებს.

აქ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს არის ჩვეულებრივი კამპანია, რაც არის ჰიბრიდული ომის ნაწილი და მიმართული საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების ხელისუფლების წინააღმდეგ. თითქოს ბუნდოვანებაა პოზიციებთან დაკავშირებით. ეს არის ჩვეულებრივი ნაწილი იმ კამპანიის, რომლის მიზანიც ხელისუფლების შერყევაა. მთავარია ამას ხალხი ხედავს და რეაქცია ამაზე აღარაფერი აქვთ" - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის შესახებ. კვლევის მიხედვით, 2022 წლის ოთხ თვეში, მარტიდან ივნისის ჩათვლით, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 6 419 კომპანია დაარეგისტრირეს. კვლევის ავტორები ხსნიან, რომ ეს 7-ჯერ მეტია, ვიდრე მთლიანად 2021 წელს საქართველოში დარეგისტრირებული რუსული კომპანიების რაოდენობა და თითქმის იმდენივე, რამდენიც უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში რეგისტრირებული რუსული ბიზნესები.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო სხვა, მათ შორის ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ნაკლებად არის დამოკიდებული რუსეთზე ეკონომიკურად.

"ყველაზე ნაკლები კავშირი გვაქვს რუსეთთან, დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ გვაქვს რუსეთთან, რაზეა საერთოდ საუბარი" - უთხრა მან დღეს ჟურნალისტებს და დაამატა, რომ ქვეყანაში გარკვეული ძალები ქსენოფობიურ კამპანიას აწარმოებენ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG