Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის პარლამენტის პარტიები გმობენ ორბანის "ღიად რასისტულ" გამოსვლას


ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი
ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი

ევროპის პარლამენტის წამყვანი პარტიების ლიდერებმა დაგმეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის "ღიად რასისტული" სიტყვები, რომლებიც მან რასებს შორის შერევის შესახებ წარმოთქვა.

ორბანი საერთაშორისო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა 23 ივლისს რუმინეთში წარმოთქმული სიტყვის გამო, რომელშიც გამოვიდა გაფრთხილებით "არაევროპელებთან" შერევის წინააღმდეგ.

მის სიტყვებს მყისიერი რეაქცია მოჰყვა, აშშ-მა მათ უწოდა "უპატიებელი", შეშფოთება გამოთქვეს ებრაელთა თემების წარმომადგენლებმა.

30 ივლისს ევროპის პარლამენტის წამყვანმა პარტიებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ორბანის სიტყვებს "მიუღებელს" უწოდებენ და ამბობენ, რომ ისინი შეუსაბამოა ევროკავშირის ხელშეკრულებების საბაზისო ღირებულებებთან.

ევროპის პარლამენტის პრესმდივნის თქმით, დეკლარაცია 29 ივლისს "ძალიან დიდი" უმრავლესობით იქნა მიღებული.

მემარჯვენე ძალები - ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორთა ჯგუფი - დეკლარაციის წინააღმდეგ წავიდნენ, უთხრა წყარომ სააგენტო dpa-ს.

საპარლამენტო ლიდერებმა ევროპულ კომისიას და ევროპულ საბჭოსაც მოუწოდეს "უმკაცრესად" დაგმოს ორბანის გამოსვლა.

XS
SM
MD
LG