Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლოა Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას 607,35 მლნ დოლარის გადახდა მოუწიოს


ფოტო არქივიდან: შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის შენობა
ფოტო არქივიდან: შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის შენობა

ბერმუდის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შვეიცარული ბანკის Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას CS Life-ს 42 დღის ვადაში ზარალის ასანაზღაურებლად 607,35 მლნ დოლარის გადახდა დაეკისრა. სააგენტო AP-ს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ, კომპანია PR Newswire-ს მიერ დაფინანსებულ ინფორმაციაში წერია, რომ ეს თანხა დამოუკიდებელ ანგარიშზე განთავსდება, კომპანიების სააპელაციო სარჩელების განხილვის დასრულებამდე.

მოსარჩელეთა შორის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილიცაა.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა მარტში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც CS Life-ს აკისრებდა პასუხიმგებლობას იმისთვის, რომ არ მიიღო ადეკვატური ზომები ანგარიშებზე თაღლითობისა და არასწორი მენეჯმენტის თავიდან ასაცილებლად.

„ბ-ნი ივანიშვილისა და მისი ოჯახის მფლობელობაში მყოფი Credit Suisse-ის ანგარიშებზე არსებული ჯამური ზარალი 1,2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს“,- წერია PR Newswire-ის ინფორმაციაში.

Credit Suisse-თან რამდენიმე სასამართლო დავა აქვს საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, ერთი შეეხება შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციებია შეფერხებას, რის გამოც ივანიშვილმა ფინანსური ზიანი მიიღო.

ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან ერთი სასამართლო დავა უკვე მოგებული აქვს და ბანკს 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. ბიძინა ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან დაიწყო 2011 წელს, როცა ის კერძო საბანკო მომსახურების სფეროში იყო მისი კლიენტი. ამ პერიოდში გავრცელდა საქმის დეტალები, რომლის მიხედვით, ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავალობაში ბანკის თანამშრომელი, პატრის ლესკოდრონი, იპარავდა ფულს შვეიცარიული ბანკის ყველაზე კონფიდენციალური ანგარიშებიდან, რომელთა შორის იყო ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვიტალი მალკინის ანგარიშები. შვეიცარიის მარეგულირებელი ფირმის, Finma-ს ანგარიშის თანახმად, რომელიც თებერვალში გავრცელდა, Credit Suisse-მა არ მიიღო ზომები არაერთი გაფრთხილების და ასეულობით საეჭვო გარიგების შესახებ მტკიცებულების და ოთხი ოფიციალური დისციპლინარული განხილვის შემდეგ.

XS
SM
MD
LG