საქართველოს მთავრობის თხოვნით, გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) უკრაინიდან ლტოლვილებს, სამთავრობო პროგრამასთან ერთად, სულზე 235 ლარით, ორი თვის განმავლობაში დაეხმარება.
UNHCR-ის განცხადებით, დახმარება გაიცემა საერთაშორისო მოწყვლადობის კრიტერიუმების მიხედვით, რომლებსაც გაეროს ლტოლვილთა სააგენტო თავშესაფრის მაძიებლებისთვის იყენებს - მარტოხელა დედებისთვის, ხანდაზმულებისთვის, შშმ პირებისთვის და სხვა. პროგრამა ამოქმედდება საქართველოს მთავრობის დახმარების პაკეტთან ერთდროულად, 1 აგვისტოდან.
ერთ სულზე 235 ლარის ფულადი დახმარება დაემატება საქართველოს მთავრობის დახმარების პაკეტს, რომელიც მოიცავს თვიურად, ოჯახზე 300-ლარიან და ერთ სულზე 45-ლარიან დახმარებას. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ეს პროგრამა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და ჩაანაცვლებს უკრაინელი ლტოლვილების სასტუმროში განთავსების პროგრამას, რომელიც 31 ივლისს სრულდება.
ყველაზე პოპულარული
1