Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირი რუსეთის გაზის "შანტაჟს" არ აჰყვება


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი რადიო თავისუფლების სათავო ოფისში, პრაღაში. 26 ივლისი, 2022 წელი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი რადიო თავისუფლების სათავო ოფისში, პრაღაში. 26 ივლისი, 2022 წელი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, განაცხადა, რომ ევროკავშირი არ აჰყვება მოსკოვის „შანტაჟს“ მას შემდეგ, რაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა აირის მიწოდების კიდევ ერთი დიდი შემცირების შესახებ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მილსადენით, რომელიც რუსეთს და გერმანიას აკავშირებს.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას 26 ივლისს, ბერბოკმა თქვა, რომ გერმანია და ევროკავშირი რუსეთის ტაქტიკას ხედავენ, როგორც ევროკავშირის გაყოფის კიდევ ერთ მცდელობას, რომელიც წარუმატებელი იქნება, რადგან ევროპა ისეა გაერთიანებული, როგორც არასდროს და ესმის, რომ მან უნდა დაასრულოს რუსეთზე ენერგეტიკული დამოუკიდებლობა.

ევროკავშირს სურს რუსეთისგან წიაღისეული ენერგიისგან 100 პროცენტიანი დამოუკიდებლობა „რაც შეგვიძლია სწრაფად“, თქვა ბერბოკმა.

მან ეს კომენტარი გააკეთა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ 27 ივლისიდან შეამცირებს ნაკადებს „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის“ მილსადენით გერმანიაში ჩვეული სიმძლავრის მეხუთედამდე. როგორც გერმანიამ, ასევე ევროკავშირმა განაცხადეს, რომ არ არსებობს გაზის ნაკადის შემცირების ტექნიკური გამართლება. მათი თქმით, რუსეთის ნაბიჯები პოლიტიკურად მოტივირებულია და დაკავშირებულია ევროკავშირის სანქციებთან უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.

ბერბოკმა თქვა, რომ მილსადენების ტურბინების გარშემო ბოლოდროინდელი ამბები იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი გამოიყენოს „ყველა სახის ინსტრუმენტი და ხრიკი“ ევროპის დასაყოფად და ევროპა ერთად უნდა დარჩეს.

XS
SM
MD
LG