Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიამ გადაწყვიტა, უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

სირიამ გადაწყვიტა, უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს კიევის ანალოგიური გადაწყვეტილების შემდეგ. ამის შესახებ სააგენტო SANA იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

უკრაინის ხელისუფლებამ დამასკთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ ივნისის ბოლოს გამოაცხადა. მიზეზი გახდა სირიის გადაწყვეტილება, ეღიარებინა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „სახალხო რესპუბლიკები“. მაშინ SANA-სა და სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარომ თქვა, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობა ორივე „რესპუბლიკასთან“ დაიწყებს მოლაპარაკებებს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და თანამშრომლობის შესახებ.

დამასკის მზადყოფნის შესახებ, ეღიარებინა „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა“ და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“, ჯერ კიდევ 22 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, ერთი დღის შემდეგ, რაც რუსეთის მიერ მათი აღიარების შესახებ ბრძანებულებას ხელი მოაწერა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

სირიაში რუსეთის სამხედრო კონტინგენტი იმყოფება. რუსეთმა, ირანთან ერთად, ბაშარ ალ-ასადს სამოქალაქო ომის დროს სამხედრო დახმარება აღმოუჩინა, რაც მას სირიაში ხელისუფლების შენარჩუნებაში დაეხმარა. მანამდე სირიამ ანექსირებული ყირიმი ოფიციალურად აღიარა რუსეთის ნაწილად.

XS
SM
MD
LG