Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია გამოვა გაზის მოხმარების 15 პროცენტით შემცირების წინადადებით


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ევროკავშირის მესვეურები აპირებენ წევრ ქვეყნებს შესთავაზონ მომავალი თვიდან 15 პროცენტით შეამცირონ ბუნებრივი აირის მოხმარება - რაც გამოწვეულია შეშფოთებით, რომ რუსეთმა, შესაძლოა, შეწყვიტოს საწვავის მიწოდება, იუწყება სააგენტო Bloomberg-ი.

საკუთარი ნებით შემოღებული შეზღუდვები შესაძლოა ჩაერთოს მიწოდებაში, რომელიც თან ახლავს ენერგომატარებელზე მოთხოვნის კლების გეგმას, სახელწოდებით "შეინახე გაზი უსაფრთხო ზამთრისთვის". ევროკომისია ამ გეგმის გამოქვეყნებას 20 ივლისს აპირებს, გეგმამ შესაძლოა მოიცვას რეკომენდაციები ენერგიის გამოყენების შემცირებაზე გათბობის და გაგრილების სფეროებში, და საბაზრო ზომები გაზის ეკონომიისთვის.

როგორც 20 ივლისს საბიუჯეტო საკითხების ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა განაცხადა, ევროკომისია ეფუძნება იმ დაშვებას, რომ რუსეთი სრულად აღარ აღადგენს მიწოდებას მილსადენით "ჩრდილოეთის ნაკადი-1", რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისში სარემონტოდ დაიხურა. რემონტის დაწყებამდე გაზსადენი დაახლოებით სიმძლავრის 40 პროცენტით მუშაობდა.

Bloomberg-ის თანახმად, ევროკავშირის ხელისუფლებას სურს დაიტოვოს უფლება მონაწილე ქვეყნებს დაავალოს გაზის შემცირება, თუკი საკუთარი ნებით გატარებული ზომები საკმარისი არ აღმოჩნდება. ამ ზომას ესაჭიროება წევრი ქვეყნების თანხმობა - რაც ევროკომისიამ უკვე მომავალ კვირაში შეიძლება მოითხოვოს, ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო შეხვედრაზე. წევრი ქვეყნების უმრავლესობა ეწინააღმდეგება იძულებითი შეზღუდვების შემოღებას.

სააგენტო TASS-ის თანახმად, ირანში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინა თქვა, რომ ევროპაში გაზის მიწოდების გასაზრდელად შესაძლებელია მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გამოყენება. გერმანიამ 22 თებერვალს შეაჩერა გასზადენის ამუშავების პროცესი, პასუხად რუსეთის მხრიდან თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებისა.

XS
SM
MD
LG