Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი უკრაინას მეტ სამხედრო დახმარებას პირდება


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გამოვიდნენ დაპირებით, რომ უკრაინას დამატებით გაუგზავნიან 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას - იმ ფონზე, როცა ბლოკის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა წევრ ქვეყნებს მოუწოდა არ შედრკნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესში.

საერთო ჯამში, ევროკავშირი უკრაინისთვის 2.5 მილიარდ ევროს გაიღებს მას მერე, რაც ქვეყანაში 24 თებერვალს რუსეთი შეიჭრა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ტვიტერით დაწერა, რომ მადლობელია დამატებითი თანხებისთვის - თუმცა ევროკავშირის 27 წევრს ქვეყანას კიდევ უფრო მეტის გაღებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, 18 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრებთან მიმართვაში მისი მთავარი სათქმელი იყო "იარაღი უკრაინას, სანქციები რუსეთს და რუსეთის ანგარიშვალდებულების საკითხი არის სამი გზა მშვიდობის აღსადგენად, უსაფრთხოების გასაზრდელად, და ევროპაში სტაბილურობის დასაცავად".

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ჟოზეპ ბორელი იზიარებს მოსაზრებას, რომ უკრაინას მეტი იარაღი ჭირდება და უკრაინას არწმუნებს, რომ ევროკავშირი ერთიან პოზიციაზე დარჩება. პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ბორელმა თქვა, რომ ევროპის ქვეყნებმა თავს არ უნდა მისცენ დაღლის უფლება. ევროკავშირმა "მიიღო გადაწყვეტილებები რუსეთის ეკონომიკის მიმართ შემზღუდავი ზომების გატარებაზე, და მან ამას უნდა უერთგულოს" - თქვა ბორელმა. ამასთან, მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ევროკავშირის ელჩები მიმდინარე კვირაში დაამტკიცებენ ახალ აკრძალვას რუსეთის ოქროს იმპორტზე.

XS
SM
MD
LG