Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ არმიის სარდლობას დაავალა სამხრეთ რეგიონების გათავისუფლების გეგმის შემუშავება


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დნეპროპეტროვსკის რეგიონში უკრაინის ჯარის მოწინავე პოზიციებს ეწვია, 8 ივლისი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დნეპროპეტროვსკის რეგიონში უკრაინის ჯარის მოწინავე პოზიციებს ეწვია, 8 ივლისი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების სარდლობას დაავალა რუსი სამხედროებისგან ქვეყნის სამხრეთ ტერიტორიების გათავისუფლების გეგმის შემუშავება. ამის შესახებ ბრიტანულ გამოცემა Sunday Times-ს განუცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.

მინისტრის თქმით, როცა გენერალური შტაბი ამბობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად სჭირდება კონკრეტული საშუალებები, ეს უკვე მისი სამუშაოა და კოლეგებს პარტნიორი ქვეყნებიდან წერილებს უგზავნის და უხსნის, რატომ სჭირდება უკრაინას კონკრეტული სახეობის შეიარაღება.

8 ივლისს, უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა ქვეყნის სამხრეთში მდებარე ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების მცხოვრებთ მოუწოდა, ეს რეგიონები ნებისმიერი გზით და საშუალებით დატოვონ, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები დეოკუპაციას დაიწყებენ და დიდი ბრძოლებია მოსალოდნელი.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები 2022 წლის მარტში დაიკავეს. კრემლის მიერ ამ რეგიონებში დანიშნული ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციები ამზადებენ "რეფერენდუმებს" რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ხერსონის და ზაპოროჟიეს შესასვლელად.

XS
SM
MD
LG