Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა


საქართველოს საკალათბურთო ნაკრები
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფურ ეტაპზე, ბოლოსწინა - მეხუთე ტურის მატჩი უკრაინასთან წააგო, ანგარიშით 66:79. რიგაში გამართულ შეხვედრაში მასპინძლის სტატუსით მოთამაშე უკრაინელებმა მეორე პერიოდში მოპოვებული სოლიდური უპირატესობა ბოლომდე მშვიდად შეინარჩუნეს.

თამაშის დასრულების შემდეგ ქართველი კალათბურთელების უკმაყოფილება გამოიწვია უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, აინარს ბაგაცკისის ჟესტმა. ლატვიელმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და ზურგი შეაქცია, რასაც სპორტსმენების გაღიზიანება მოჰყვა.

ხუთი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს სამი მოგება და ორი წაგება აქვს. დასკვნით მატჩს კი ქართველი კალათბურთელები 4 ივლისს, თბილისში გამართავენ, ჯგუფის უმთავრეს ფავორიტთან და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ესპანეთის ნაკრებთან.

XS
SM
MD
LG