საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეხუთე ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ, ნეიტრალურ არენაზე გამართავს. მატჩს 1 ივლისს რიგა უმასპინძლებ. მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გაფართოებული შემადგენლობიდან ცამეტი კალათბურთელი შეარჩია, რომელთაც მომავალი შეხვედრისთვის მოამზადებს. ქართული დელეგაცია უკვე გაემგზავრა ლატვიის დედაქალაქში.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, შვიდი ქულით ქვეჯგუფის ლიდერია. მეორე ადგილზე მყოფ ესპანეთს ექვსი ქულა აქვს, თუმცა ესპანელებმა ჯერ სამი თამაში ჩაატარეს. ასევე სამი მატჩი გამართეს მიმდინარე შესარჩევ ციკლში უკრაინელებმა და ოთხი ქულა დააგროვეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, გიორგი ცინცაძე, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, კახა ჯინჭარაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, გივი ბაქრაძე, გიორგი კორსანტია.