Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩი: საქართველოს მთავრობას შეუძლია სწრაფად მოქმედება, როდესაც ეს სურს


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია გაატაროს ყველა ის საკანონმდებლო რეფორმა, რომლებიც ევროპული საბჭოსგან გაცემული რეკომენდაციებით არის გათვალისწინებული. ჟურნალისტებთან საუბრის დროს მან მოიყვანა საქართველოს ხელისუფლების სწრაფი მოქმედების მაგალითი, როცა არსებობდა საკითხის დაჩქარებულად გადაჭრის სურვილი.

"ვიცით, რომ მთავრობას შეუძლია იმოქმედოს სწრაფად, როდესაც სურს კანონმდებლობის შეცვლა. ჩვენ ვნახეთ, როდესაც დააჩქარა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, ასევე სხვადასხვა კანონის დაჩქარებული წესით მიღება, ასევე ვიცით, რომ მთავრობას შეუძლია სწრაფად მოქმედება, როდესაც ეს სურს და ვიცით, რომ ქართველ ხალხს სურს ამ რეფორმების სწრაფად განხორციელება, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.

აშშ მზადაა და გამოხატავს სურვილს, ნებისმიერი ფორმით დაეხმაროს ამ პროცესში. მომდევნო ექვსი თქვე იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა დასაწყებად, დასაკარგი დრო არ არის, არის ბევრი დაინტერესებული მხარე, ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიციური პარტიები, ასევე მთავრობის ზოგი წევრი, რომლებიც მზად არიან ამ რეკომენდაციების განხორციელება დაიწყონ, ყველას სურს საქართველოს შესახებ დადებითი ანგარიშის მოსმენა", - თქვა კელი დეგნანმა.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ევროპული საბჭოს თანახმად, საქართველო წევრობის კანდიდატი გახდება, თუკი შეასრულებს 12 რეკომენდაციას.

XS
SM
MD
LG