Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა დევისის თასის მესამე ჯგუფში


საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასის მესამე ჯგუფში, სომხეთისა და ლიხტენშტაინის ნაკრებების ძლევის შემდეგ, მესამე ტურში კვიპროსს დაუპირისპირდა, მასთანაც ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა და ქვეჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ინდივიდუალურ შეხვედრებში კორტზე საბა ფურცელაძე და ალექსანდრე მეტრეველი გავიდნენ. ფურცელაძემ მეტოქე ანგარიშით 3:6 6:2 7:6 დაამარცხა, მეტრეველმა - 4:6 6:4 7:6. სამსეტიანი თამაში მოიგო ალექსანდრე ბაკშისა და ზურა ტყემალაძის წყვილმაც - 6:1 6:7 6:4.

საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრება ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე ჩაატარა. ნაკრებმა საკმაოდ ადვილად შეძლო ქვეჯგუფში პირველი ადგილის დაკავება და მეორე ჯგუფის პლეი ოფის საგზურის ვადაზე ადრე მიღება.

XS
SM
MD
LG