Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება აბორტის უფლების კონსტიტუციურობის შესახებ


აბორტის უფლების დაცვისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია ლოს-ანჯელესში, 2022 წლის 3 მაისს
აბორტის უფლების დაცვისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია ლოს-ანჯელესში, 2022 წლის 3 მაისს

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა თავისი 1973 წლის გადაწყვეტილება, რაც ქალებს საკუთარი ნებით აბორტის გაკეთების უფლებას აძლევს. ახლა არასასურველი ორსულობის შეწყვეტის საკითხი გადაწყდება თითოეული შტატის კანონმდებლობის დონეზე. ქალთა უფლებების დამცველები შიშობენ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს აბორტის ფაქტობრივი აკრძალვა კონსერვატიულად განწყობილ სამხრეთ და შუა დასავლეთის (midwest) შტატებში.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წელს ისტორიული გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე "რო უეიდის წინააღმდეგ", რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქალებს აბორტის კონსტიტუციური უფლება აქვთ. ამ გადაწყვეტილებიდან 50 წლის შემდეგ კი, უზენაესი სასამართლოს ცხრიდან ხუთმა კონსერვატორმა მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს საკითხი არ განეკუთვნება კონსტიტუციით დაცულ ჩამონათვალს.

ოქტომბერში აბორტის მომხრე არასამთავრობო ორგანიზაცია "გუტმახერმა" განაცხადა, რომ თუ აბორტის აკრძალვა შტატების დონეზე დავა, აბორტები შეიძლება არალეგალური გახდეს ამერიკის 50-დან 26 შტატში.

აბორტის აკრძალვის თემა აშშ-ის საზოგადოებაში ტრადიციულად ძლიერ პოლარიზაციას იწვევს. „თუ სასამართლო გააუქმებს გადაწყვეტილებას 'რო უეიდის წინააღმდეგ', ეს თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევა იქნება“, - განაცხადა მაისის დასაწყისში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მას შემდეგ, რაც გაჟონა ინფორმაციამ აბორტის უფლების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების სამუშაო ვერსიაზე.

XS
SM
MD
LG