Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მათიკაშვილი ღარიბაშვილს: მადლობა საკუთარი სამშობლოს და ხალხის სიყვარულისთვის


ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილი
ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილი

პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენებას უსმენენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა თავისი გამოსვლისას ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა. მან პრემიერს ამ სიტყვებით მიმართა: „მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოხსენებისთვის და კიდევ მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რაშიც დარწმუნებული ვარ, მილიონობით ჩვენი საზოგადოების წევრი შემოგვიერთდება. მადლობა საკუთარი სამშობლოს და ხალხის სიყვარულისთვის“.

პროცედურის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში გამოსვლას 24 ივნისს გეგმავდა.

XS
SM
MD
LG